ხათუნა თოთლაძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს საქართველოში ტანზანიის, უგანდის და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ელჩებმა

6.12.2019 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ხათუნა თოთლაძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს საქართველოში ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკის ელჩმა (რეზიდენციით . მოსკოვი), სიმონ მუმვიმ (Simon Mumwi), უგანდის რესპუბლიკის ელჩმა (რეზიდენციით . მოსკოვი), ოლვა ჯონსონ აგარამ (Olwa Johnson Agara) და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ელჩმა (რეზიდენციით . კიევი), ანდრე გროინევალდმა (Andre Groenewald).

შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, მათ შორის სახელშეკრულებო ბაზის, სავაჭრო–ეკონომიკური კავშირების გაღრმავების და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის პერსპექტივები.

მინისტრის მოადგილემ არარეზიდენტ ელჩებს მიულოცა რა აღნიშნულ თანამდებობებზე დანიშვნა, გამოთქვა თანამშრომლობის მზადყოფნა და წარმატებები უსურვა მათ მომავალ საქმიანობაში.