კიევში ფესტივალი „თბილისობა ანდრეევსკის დაღმართზე“ გაიმართა

7.10.2019 კიევი -  ქართული კულტურის რიგით მე-8 ფესტივალითბილისობა ანდრეევსკის დაღმართზე გაიმართა.

ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ შარაშენიძემ. ელჩმა თავის გამოსვლაში ისაუბრა ორი ქვეყნის, საქართველოსა და უკრაინის ისტორიის, აწმყოსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხების შესახებ. აღნიშნა კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროებში ურთიერთობების განვითარების აუცილებლობა.

ანდრეევსკის დაღმართზე ათასობით შეკრებილი ადამიანის წინაშე წარსდგნენ ქართველთა და უკრაინელთა შემოქმედებითი კოლექტივები. ასევე ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა სახის კულტურული და გასართობი ღონისძიებები: კონკურსები, ვიქტორინები, გამოფენები, ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაცია.

აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, უკრაინელი და ქართველი ხელოვანების მიერ შესრულებულ იქნა მისი ნაწარმოებები.