კიევში კონფერენცია - „უკრაინა-საქართველო: ურთიერთობების ისტორია“ გაიხსნა

20.09.2018 უკრაინა- საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, . კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ნაციონალურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციისუკრაინა-საქართველო: ურთიერთობების ისტორიასაზეიმო გახსნა გაიმართა.
 
 
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ. საქართველოს ელჩმა ისაუბრა ორი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიასა და მნიშვნელობაზე და  მონაწილეებს წარმატება უსურვა.
 
კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებენ თბილისის, ბათუმის, სოხუმისა და კიევის  სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლები, აგრეთვე საქართველოს-უკრაინის ურთიერთობების მკვლევარები, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ნაციონალურ უნივერსიტეტში 21 სექტემბრამდე გაგრძელდება.