კიშინეუში სემინარი, თემაზე - „აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი - შედეგები და წინსვლა“ გაიმართა

 
26.03.2019 მოლდოვა-კიშინეუში, საქართველოს მოლდოვისა და უკრაინის სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის, კონრად ადენაუერის ფონდისა და რეფორმების და პოლიტიკის ევროპული ინსტიტუტის (IPRE) მიერ, მოეწყო მე - 4 საგაზაფხულო სკოლის მორიგი სემინარი, თემზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი - შედეგები და წინსვლა“.
 

ღონისძიებაში მოწვეული სპიკერის სტატუსით მონაწილეობა მიიღო მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა დაევროპული ინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ქ დანიელა მორარიმ, მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მერაბ ანთაძემ.
 
თავის გამოსვლაში საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა წარმოადგენს ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის განსაკუთრებულ ასპექტს და ამასთანავე, რეგიონში სტაბილური განვითარების  ერთ-ერთი მთავარი გარანტორია. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატებები, მიღწეულ იქნა სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის წყალობით, რაც საბოლოოდ გამოიხატა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, თავისუფალი სავაჭრო ზონის ხელშეკრულების ხელმოწერით და უვიზო მიმოსვლის შემოღებით. ყურადღება გამახვილდა საქართველოსათვის ძალზე სასარგებლო და ხელმოსაკიდ შედეგებზე, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამით ხორციელდება დარგობრივი თანამშრომლობის კუთხით, მათ შორის ენერგეტიკული, ეკონომიკური და დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის მიმართულებით. თანამედროვეობის გამოწვევებისა და რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ხაზი გაესვა ევროკავშირთან უსაფრთხოების საკითხებზე მიმდინარე სტრატეგიულ დიალოგის მნიშვნელობას და საქართველოს მუდმივ ჩართულობას ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე კრიზისების დარეგულირების პროცესში. ამავე დროს აღინიშნა, რომ საქართველოს ამბიციები გაცილებით მეტია და ცდება ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების ფარგლებს. ელჩმა ასევე განსაკუთრებით გამოყო საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის გახსნის საკითხი და საქართველოს აქტიური მონაწილეობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
 
დისკუსიებში მონაწილეობდნენ საერთაშორისო  ექსპერტები, მოლდოვას არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და მედიის წარმომადგენლები.