კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სესია - „აზიისა და წყნარი ოკეანეს მოთამაშეები და ცვალებადი გეოპოლიტიკა”

19.12.2019 ქ. თბილისი - საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, გრძელდება თემატური შეხვედრები.
 
19 დეკემბერს, ელჩების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სესია - „აზიისა და წყნარი ოკეანეს მოთამაშეები და ცვალებადი გეოპოლიტიკა”. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ,  ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
 
შეხვედრის ფარგლებში, გამომსვლელმა ელჩებმა ისაუბრეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებზე და აღნიშნულ ქვეყნებთან საქართველოს საგარეო პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრიორიტეტებზე. ყურადღება გამახვილდა რეგიონის ეკონომიკური კუთხით თანამშროლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისეთ მოთამაშეებთან, როგორიცაა ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ინდოეთი და ავსტრალია, ასევე აქცენტი გაკეთდა მათთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე.

საქართველოსა და აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონის ურთიერთობების ეკონომიკური კომპონენტის მზარდ განვითარებასთან ერთად, ხაზი გაესვა  პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატში აქტიურ თანამშრომლობას.