კონსტანტინე სურგულაძე მალტის რესპუბლიკას ეწვია

18.03.2019 მალტა- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კონსტანტინე სურგულაძე ( რეზიდენციით ქ. რომი)  მალტის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩი შეხვდა მალტის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის განვითარების მინისტრს კარმელო აბელას.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას , როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში, ისე ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას ეკონომიკის, სავაჭრო, სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროებში.
 
საქართველოს ელჩმა  მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით, მათ შორის, ირაკლი კვარაცხელიასთან დაკავშრებულ ტრაგიკულ ფაქტზე.  კონსტანტინე სურგულაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებას და ამ კონტექსტში მალტის მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობას.
 
შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციებში კანდიდატების მხარდაჭერის შესაძლებლობები.
 
მალტის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის განვითარების სამინისტროში ვიზიტისას შეხვედრა გაიმართა ასევე პოლიტიკის, ევროკავშირის