კონსტანტინე ზალდასტანიშვილის ხსოვნას მისმა კოლეგებმა და ახლობლებმა პატივი მიაგეს

29.12.2017 ქ. თბილისი - დღეს გამთენიისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოასვენეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, კონსტანტინე ზალდასტანიშვილი. 

აეროპორტში გარდაცვლილის ოჯახის წევრებს დახვდნენ და ქართველი დიპლომატის ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს მთავრობის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის  წარმომადგენლებმა, დიპლომატის კოლეგებმა და ახლობლებმა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელჩის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად იმყოფებოდა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და უწყების თანამშრომლები.

კონსტანტინე ზალდასტანიშვილი მძიმე ავადმყოფობის შემდგომ 2017 წლის 25 დეკემბერს გარდაიცვალა. 2013 წლიდან დღემდე იგი გახლდათ საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში და მუდმივი წარმომადგენელი ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში. სხვადასხვა დროს კონსტანტინე ზალდასტანიშვილს ეკავა ბენელუქსის ქვეყნებში საქართველოს ელჩისა და ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოზიცია, საქმიანობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს მისიებში, 1995-1998 წწ-ში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გახლდათ საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის თანამდებობა. ღვაწლმოსილ ქართველ დიპლომატს 2017 წლის 31 დეკემბერს თბილისში დაკრძალავენ.
 
     


 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '17847')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.