კოპენჰაგენის ღვინის გამოფენაში ქართული ღვინის კომპანიებმა მიიღეს მონაწილეობას

23.04.2018 ქ.კოპენჰაგენი - დანიაში კოპენჰაგენის ღვინის გამოფენა (Copenhagen Wine Fair) გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ღვინის სააგენტოს წარმომადგენლები და ოთხი ქართული ღვინის კომპანია.

გამოფენა მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს ელჩმა გიგი გიგიაძემ. ასევე, გაიმართა დანიის ღვინის აკადემიის წარმომადგენლის ტომას ილკიერის სემინარი, დანიელი ღვინის იმპორტიორთათვის, რომელმაც თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქართული ღვინის ისტორიასა და ტექნოლოგიაზე.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საელჩოს ორგანიზებით მოეწყო ქართული სტენდი.