კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი განგვონის პროვინციას ეწვია

24.04.2019 კორეის რესპუბლიკა-  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოთარ ბერძენიშვილი განგვონის პროვინციის პიონგჩანგის რაიონს ეწვია, სადაც 2018 წელს გაიმართა ზამთრის XXIII ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშები.
 
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგა პიონგჩანგის მერთან და კურორტ იონგპიონგის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განხილული იქნა დაბა ბაკურიანთან დამეგობრებისა და საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ორგანიზების გამოცდილების ქართული მხარისათვის შემდგომი გაზიარების საკითხები, ასევე, მოეწყო პრეზენტაცია საქართველოს მთის კურორტების შესახებ.