კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა

17.04.2019 კორეის რესპუბლიკა- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა კორეის უნივერსიტეტის ევროკავშირის კვლევების ცენტრში წაიკითხა საჯარო ლექცია -  „საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და ურთიერთობები კორეის რესპუბლიკასთან.

ოთარ ბერძენიშვილმა მიმოიხილა საქართველოს ისტორიული წარსული და კულტურა. ლექციის ძირითადი ნაწილი დაეთმო საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, კერძოდ ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაციის პროცესებს.

საქართველოს ელჩმა დამსწრე აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და მისი შენარჩუნების მიზნით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევაზე, ისაუბრა1989 წლის 9 აპრილს ქ. თბილისში განვითარებულ მოვლენებზე და მათ მაღალ მნიშვნელობაზე საქართველოს უახლეს ისტორიაში.
ლექციის დასრულების შემდეგ გაიმართა დიასკუსია, რომლის დროსაც საქართველოს ელჩმა დამსწრე აკადემიური წრეების წარმომადგენლების და სტუდენტების კითხვებს უპასუხა.