კორეის რესპუბლიკაში სეულის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა SIWSE 2019 გაიმართა

 
20.06.2019 კორეის რესპუბლიკა-  კორეის რესპუბლიკის დედაქალაქში  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოთარ ბერძენიშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით ტყემალაძე, აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთ უდიდესი – სეულის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენას SIWSE 2019 სსიპ დაესწრნენ, რომლებმაც შემდგომ სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს ქართული ღვინის სტენდი.
 
გამოფენაში, რომელიც კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ხელჭეწყობით გაიმართა, მონაწილეობას პირველად იღებს საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის მწარმოებელ 10 ქართულ კომპანიასთან ერთად: „თელიანი ველი“, მეღვინეობა „ხარება“, „წინანდლის ძველი მარანი“,  „ჩელთი“, „დუგლაძის ღვინის კომპანია“, „თბილღვინო“, კორპორაცია „ქინძმარაული“, კორპორაცია „ქართული ღვინო“, „ქართული ღვინის სახლი“ და ალკოჰოლური სასმელების კომპანია „ალავერდი“.

გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კორეელ იმპორტიორებთან და მედიის წარმომადგენლებთან.
  
გამოფენა სამდღიანია და 22 ივნისს დასრულდება.