საქართველოს ელჩი მექსიკის შეერთებულ შტატებში მორელოს ავტონომიური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

8.05.2019 ქ. კუერნავაკაში, საქართველოს საგანაგებო და სრულუფლებიანი ელჩი მექსიკის შეერთებულ შტატებში ზურაბ ერისთავი მორელოს შტატის ავტონომიური უნივერსიტეტის რექტორატის წარმომადგენლებს და სტუდენტებს შეხვდა
 
შეხვედრის ფარგლებში ზურაბ ერისთავმა აღნიშნა საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში გაერთიანების პროცესებში მიღწეული მნიშნველოვანი მიღწევები დაისაუბრა საქართველოს ისტორიული წარსულისა და ქართული კულტურის შესახებ. განხილულ იქნა ასევე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, საქართველოს პირველი რესპუბლიკა და ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე, ასევე, 1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავი და ამ მოვლენების ისტორიული მნიშვნელობა.
 
კონფერენციის დასასრულს, ელჩმა უპასუხა სტუდენტების დასმულ შეკითხვებს ქართული ღვინის კულტურის, საქართველოში ეკონომიკის, ბიზნეს-გარემოსა და ტურიზმის მზარდი განვითარების, ასევე, აკადემიურ თუ სამეცნიერო-კვლევით სფეროებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ.
 
უნივერსიტეტის პრორექტორმა აკადემიური პროგრამების მიმართულებით, ხოსე მარიო ორდონიესმა დაწვრილებით ისაუბრა მექსიკის ერთ-ერთი წამყვანი სასწავლო და კვლევითი ცენტრის - UAEM-ის მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე, მათ შორის ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ხელშეკრულების მომზადების თაობაზე,  რომლის ერთ-ერთი მიმართულებასაც წარმოადგენს სამეცნიერო კვლევები.
აღსანიშნავია, რომ მომავალი თანამშრომლობის ინიციატორი გახლავთ და მორელოს ავტონომიური უნივერსიტეტის პროფესორი, ნოდარ ვახანიაა.