კუნძულ ტექსილზე დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს

4.05.2017 - ​ნიდერლანდების სამეფოს კუნძულ ტექსელზე მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ქართველი და ჰოლანდიელი მებრძოლების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. 

ქართული დელეგაციის წევრებმა ქალაქ ტექსელის მერთან ერთად ქართველ მეომართა საფლავი გვირგვინით შეამკეს. ცერემონიის ფარგლებში იკურთხა ქართველ მებრძოლთა საფლავზე  აღმართული ჯვრის მონუმენტი.  მონუმენტი, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსის მეუფე დოსითეოზის ინიციატივითა და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოსა და ქართული დიასპორის ხელშეწყობით გასული წლის ნოემბერში აღიმართა.
 
ღონისძიებას ნატოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელი, ევროპულ და ევრო–ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე,  ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსი,  ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები და ქართული დიასპორის წევრები.
 
ღონისძიების ფარგლებში Burght–ის ეკლესიაში ქართველი და ჰოლანდიელი მეომრების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.  
 
ანსამბლებმა „მედეა“ და „ბარაკონი“ ქართული ტრადიციული ცეკვები შეასრულეს.