კვიპროსის ქართულ საკვირაო სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა

22.01.2019 კვიპროსი-  კვიპროსის რესპუბლიკაში არსებულ ქართულ საკვირაო სკოლაში ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
 
ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მისასალმებელი სიტყვით კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რევაზ ლომინაძემ მიმართა. საქართველოს ელჩმა  მოსწავლეებს სასწავლო სემესტრის დაწყება მიულოცა და საქართველოს საელჩოს სახელით  საჩუქრები გადასცა.  რევაზ ლომინაძემ ღონისძიების მონაწილეებს  ინფორმაცია მიაწოდა  უახლოეს მომავალში,  ქ. ლიმასოლში, ახალი საკვირაო სკოლის გახსნის შესახებ. მან ასევე ისაუბრა საზღვარგარეთ მოქმედი ქართული  საკვირაო სკოლებისთვის შექმნილი სახელმძღვანელოს შესახებ, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს აქტიური ჩართულობით პირველად შეიქმნა.
 
ღონისძიების ფარგლებში საკვირაო სკოლის მოსწავლეთა მიერ ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომრები შესრულდა.