„კვიპროსის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას“- კვიპროსის მმართველი პარტიის პრეზიდენტი

7.03.2019 კვიპროსი- „კვიპროსის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას“- ამის შესახებ , კვიპროსის რესპუბლიკის მმართველი პარტიის DISY (Democratic Rally) პრეზიდენტმა, ავეროფ ნეოფიტუმ საქართველოს ელჩთან, რევაზ ლომინაძეთსან  შეხვედრისას განაცხადა.
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-კვიპროსის ურთიერთობათა დინამიური განვითარების პროგრესი. საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმდინარე პროცესებზე; მან ყურადღება გაამახვილა ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ ვალდებულებათა ეფექტიანი შესრულებისთვის, ხელშესახები თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და კვიპროსის მხრიდან შესაბამისი მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. აღინიშნა, რომ 2019 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავი შესრულდა და ამ კონტექსტში  საქართველოს განსაკუთრებულ მიღწევებს გაესვა ხაზი.
 
შეხვედრაზე ელჩმა  ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე.
 
შეხვედრის დასრულების შემდეგ, კვიპროსის რესპუბლიკის მმართველმა პარტიამ საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.