კვიპროსში საქართველოს არქეოლოგიური ჯგუფის მისიის მეორე ეტაპი დაიწყო

საქართველოს არქეოლოგიურმა ჯგუფმა კვიპროსის სოფელ ალამინოსში სამუშაოები განაახლა. 2016 წლის ნოემბერში ჯგუფმა, ვახტანგ ლიოჩელის ხელმძღვანელობით, საკონტროლო გათხრები ჩაატარა.

ისტორიული წყაროების მიხედვით, ალამინოსის წმიდა გიორგის ტაძრის ნარჩენებს, შესაძლოა ქართული წარმომავლობა ჰქონდეს.

აღსანიშნავია, რომ რეგიონის მოსახლეობამ ქართველ არქეოლოგებს მაქსიმალური დახმარება აღუთქვა.

პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კვიპროსის რესპუბლიკის სიძველეთა დეპარტამენტს შორის თანამშრომლობით, ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერითა და კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის კვიპროსის რესპუბლიკის ხელისუფლებასთან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის კონტექსტში თანამშრომლობა უნიკალურია და ასეთივეა მიღწეული შედეგებიც.