ლაშა დარსალია ბულგარეთის ელჩს შეხვდა

 
27.08.2019 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დესისლავა ივანოვასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მხარეებს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას.