ლაშა დარსალია ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

31.01.2019 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდა.

შეხვედრაზე, ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებთან ერთად, განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. ლიეტუვის ელჩს მიეწოდა ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების მიერ საოკუპაციო ხაზის დაკეტვასთან დაკავშირებით და ადგილზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ.

მხარეებმა დაადასტურეს მზაობა მომავალ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.