ლაშა დარსალია მაღალი დონის შეხვედრაზე კლიმატისა და საყოველთაო მდგრადი განვითარების თაობაზე სიტყვით გამოვიდა

28.03.2019 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია სიტყვით გამოვიდა მაღალი დონის შეხვედრაზე კლიმატისა და საყოველთაო მდგრადი განვითარების თაობაზე.
 
ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ პარიზის შეთანხმების ვალდებულებების შესასრულებლად საქართველომ წარმოადგინა “ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი“ (NDC) და აგრძელებს მის განახლებას მულტიდისციპლინარული მიდგომით. ამ მიზნით, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით ხორციელდება ეკონომიკური და სოციალური პრიორიტეტების შესაბამისობაში მოყვანა კლიმატისადმი მდგრადი, ნახშირბადის დაბალი შემცველობისკენ მიმართულ განვითარების პოლიტიკასთან.
 
როგორც ლაშა დარსალიამ განაცხადა, გასულ თვეში, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), კლიმატის მწვანე ფონდთან და შვეიცარიის მთავრობასთან თანამშრომლობით,  საქართველოს მთავრობამ დაიწყო 7-წლიანი პროგრამა, რომელიც მოსახლეობას ბუნებრივი კატასტროფებისგან დაცვას ისახავს მიზნად.
 
მინიტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო, ასევე, მიზნად ისახავს განსაზღვროს ზიანის შემცირების ზომები მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მისაღწევად. მაგალითად, რეგულაციები ტრანსპორტის სექტორში დაბინძურების შესაზღუდად: ელექტრო და ჰიბრიდული მანქანების საგადასახადო წახალისება, გადასახადის ზრდა საწვავზე და იმპორტის გადასახადები ძველ მანქანებზე - პირდაპირ უწყობენ ხელს მე-3-ე, 7-ე და 11-ე მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.
 
ლაშა დარსალიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალგაზრდობას, საზოგადოების სხვა სეგმენტებთან ერთად, განსაკუთრებული როლი აკისრია გრძელვადიანი კლიმატის პოლიტიკის განვითარებაში. ღირებულებებზე დაფუძნებული ერთობლივს ძალისხმევა სეფექტური კლიმატის პოლიტიკის განსახორციელებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში.