ლაშა დარსალია საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

2019 წლის 27 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ლი იანთან.
 
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თანამშრომლობის საკითხები. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დადებითი ასპექტების მნიშვნელობას, რომელიც ჩინეთსა და საქართველოს  გააჩნიათ მარავალხრივი ფორუმების ფარგლებში და სამომავლო პარტნიორობის გაძლიერების იმედი გამოთქა.
 
გარდა აღნიშნულისა, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები, ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთოებების გაღრმავებას და მნიშვნელოვან მიღწევებს.
 
ქალბატონმა ლი იანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
 
ლაშა დარსალიამ მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ჩინეთის მიერ საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის.
 
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს თანამშრომლობის გაღრმავების იმედი როგორც საერთაშორისო და რეგიონულ, ასევე ორმხრივ დონზე.