საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას შეხვედრა სომხეთის ელჩთან

30.10.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა საქართველოში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან რუბენ სადოიანთან. 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და ორმხრივ თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ მხარეები გააგრძელებენ პარტნიორულ ურთიერთობებსა და კეთილმეზობლურ თანამშრომლობას.