ლაშა დარსალია უნგრეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

24.10.18 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია უნგრეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო. უნგრეთის საელჩოს მიერ გამართულ ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს მან მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

“მოხარული ვარ, რომ დღეს, როდესაც ვიხსენებთ უნგრეთის 1956 წლის რევოლუციას და მის გმირებს, შესაძლებლობა მომეცა გამოვხატო ჩემი აღფრთოვანება და პატივისცემა უნგრელი ხალხისადმი. საერთო ღირებულებები და ოკუპაციასთან ბრძოლის ისტორია კიდევ უფრო აახლოებს საქართველოსა და უნგრეთს და ხელს უწყობს ორ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განმტკიცებას“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა ბოლო წლებში საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობების ინტენსიურობას და უნგრეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული  და ევროატლანტიკური კურსის მტკიცე მხარდაჭერას.