ლაშა დარსალიამ საქართველოში კუბის რესპუბლიკის ელჩი მიიღო

​27.05.2019 ქ. თბილისი - საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას შეხვედრა საქართველოში კუბის რესპუბლიკის ელჩთან, ალფრედო ნიევეს პორტუონდოსთან (რეზიდენციით ქ. ბაქო).

საუბრისას განხილულ იქნა საქართველოსა და კუბას შორის ორმხრივი ურთიერთობების და მრავალმხრივი ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საგარეო უწყებას შორის პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმისა და სხვადასხვა სფეროში სექტორული თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობას.