ლაშა დარსალიას საქართველოს პარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს

2019 წლის 4 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დახურულ სხდომაზე  მოუსმინეს.
 
მინისტრის მოადგილემ კომიტეტის დახურულ სხდომაზე პარლამენტარებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ხელისუფლების და კონკრეტულად, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ქართულ-რუსულ კონფლიქტთან დაკავშირებით გაწეულ საქმიანობაზე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე, არაღიარების პოლიტიკის კუთხით განხორციელებულ ქმედებებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებაზე, მათ შორის, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მნიშვნელობაზე და მასთან დაკავშირებით პარტნიორი ქვეყნების მიერ მიღებულ რეზოლუციებზე.
 
„ვისაუბრეთ, თუ როგორ მუშაობს საქართველოს ხელისუფლება სხვადასხვა ქვეყნებთან და სხვადასხვა მთავრობებთან ორმხრივ, თუ მრავალმხრივ ფორმატებში, იმისთვის, რომ ეს საკითხი იდგას დღის წესრიგში, მაღალ დონეზე. ამ კუთხით გვაქვს პროგრესი და კონკრეტული შედეგები“ - ლაშა დარსალიამ.