ლატვიაში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა

2.04.2019 ლატვია-საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის, რატი ბრეგაძის ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საელჩოში საკვირაო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა. რატი ბრეგაძემ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან ისაუბრა საკვირაო სკოლის როლზე და მის მნიშვნელობაზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის. ღონისძების ფარგლებში, მოსწავლეებს სასწავლო წიგნები გადაეცათ.

ამჟამად ქართულ საკვირაო სკოლაში მოსწავლეები ქართულ ენას, ხატვას და მუსიკას ეუფლებიან.

დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის, რატი ბრეგაძის ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ლატვიაში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან. შეხვედრისფარგლებში რატი ბრეგაძემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა დიასპორის წარმომადგენლებს სამინისტროს ყველა იმ ინიციატივის და ფორმატის შესახებ, რომელიც დიასპორისჩართულობას და სამშობლოსთან მათ დაახლოებას ისახავს მიზნად.
 
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს  „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“განხორციელება,რომლის ფარგლებშიც  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით მომზადდა საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის  ქართული ენის სწავლების  ინტეგრირებული პროგრამა და სახელმძღვანელო, რომელიცსაკვირაო სკოლებს სახელმწიფოსგან საჩუქრად გადაეცემათ.