ლატვიაში ქართველთა სათვისტომო საზოგადოება „სამშობლოს“ იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

5.05.2018 . რიგა -  ქ. რიგაში გაიმართა ლატვიის რესპუბლიკაში ქართველთა სათვისტომო საზოგადოებასამშობლოსდაარსებიდან 25 წლისთავის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ ჯანჯალია, აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ასევე, ლატვიაში მცხოვრები ქართველები, სხვადასხვა დიასპორული ორგანიზაციის წევრები და მოწვეული სტუმრები.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა თეიმურაზ ჯანჯალიამ. ელჩმა ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებს 25 წლის იუბილე მიულოცა, ხაზი გაუსვა ქართულ-ლატვიურ მეგობრობასა და მჭიდრო ურთიერთობებს. ამასთან, აღნიშნა ლატვიაში ქართველების ღირსეული მოღვაწეობა და საქართველოს ისტორიის, კულტურის, ტრადიციების წარმოჩენის თვალსაზრისით მომავალი ძალისხმევის მნიშვნელობა. სიტყვის დასასრულს ელჩმა ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავის და სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლის საიუბილეო თარიღებზე. საზოგადოების წინაშე, ასევე, სიტყვით წარსდგა საზოგადოება „სამშობლოს“ თავმჯდომარე, ნუგზარ მძინარიშვილი.

ღონისძიების ფარგლებში ლატვიაში მცხოვრებმა ქართველებმა წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები. გაიმართა საზეიმო მიღება, რომელზეც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულოს კერძები და ქართული ღვინო.