ლატვიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

28.05.2019 ლატვია- ლატვიის რესპუბლიკაში, . რიგაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკერმა, ინარა მურნიეცემ.

ღონისძიებაზე "ქართულმა კვარტეტმა" და ლატვიაში მცხოვრებმა ქართველმა მეცო სოპრანომ, ცირა თოლორდავამ შეასრულეს საქართველოს და ლატვიის ჰიმნები, ასევე ქართული და ლატვიური სიმღერები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის, მთავრობის, ლატვიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სამეცნიერო და აკადემიური წრეების, მედიის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.