ლატვიაში საქართველოს ელჩი ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ხელმძღვანელს შეხვდა

5.02.2019 ლატვია- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეა მაისურაძემ შეხვედრა გამართა ნატო-სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ხელმძღვანელთან, იანის სარტსთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ მიმდინარე პროექტებს, რომელსაც ცენტრი ახორციელებს ქართულ მხარესთან თანამშრომლობის ფარგლებში. აღნიშნული პროექტები მიზნად ისახავს სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულების განვითარებას საქართველოში. ელჩმა მადლობა გადაუხადა ცენტრის ხელმძღვანელს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.  აღინიშნა მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობა.