ლატვიაში საქართველოს ელჩმა სამართლის სკოლაში ლექცია წაიკითხა

7.12.2018 რიგა - ლატვიაში საქართველოს ახლადდანიშნულმა ელჩმა, თეა მაისურაძემ რიგის სამართლის სკოლაში საჯარო ლექცია გამართა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში დამსწრე აუდიტორიას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხზე ესაუბრა. მან მსმენელებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციის შესახებ, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზე.

ლექციაზე თეა მაისურაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცის საკითხს, ამ მიმართულებით ქვეყანაში გატარებულ რეფორმებსა და დასავლელი პარტნიორების მიერ ბოლო დროს გაკეთებულ პოზიტიურ შეფასებებს საქართველოს მიმართ.