ლატვიაში საქართველოს საელჩომ ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღია კარის დღე გამართა

9.05.2018 ლატვია - ლატვიაში საქართველოს საელჩომ ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ღია კარის დღე გამართა. ღონისძიება ლატვიაში ევროკომისიის წარმომადგენლობის ინიციატივით და ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საელჩომ 44 ვიზიტორს უმასპინძლა. მოწვეული სტუმრები გაეცნენ საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიას, ასევე, ქართულ კულტურასა და საინტერესო ფაქტებს საქართველოს შესახებ. საუბარი შეეხო ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. აღინიშნა, რომ წელს საქართველოსა და ლატვიას აქვთ საიუბილეო თარიღები: საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე და ლატვიის სახელმწიფოს დაარსებიდან 100 წლისთავი, ასევე საქართველოსა და ლატვიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე.

ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებამ დააგემოვნა ქართული გამაგრილებელი სასმელები, ბორჯომი და ტკბილეული. სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ ბროშურები ქართული კულტურის, ენის, ტრადიციების შესახებ და ტურისტული ბუკლეტები.

აღსანიშნავია, რომ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში საქართველოს საელჩო უკვე მესამედ იღებს მონაწილეობას. ღონისძიებებში ასევე მონაწილეობა მიიღეს ლატვიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებმა. 




   



 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.