ლატვიაში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერებისა და ილუსტრაციების გამოფენა გაიხსნა

26.09.2019 ლატვია - ენების ევროპული დღეების ფარგლებში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ლატვიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შოთა რუსთაველისვეფხისტყაოსნისხელნაწერების და ილუსტრაციების გამოფენა გაიხსნა.
 
საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ლატვიის ეროვნული ბიბლიოთეკის განსაკუთრებული კოლექციების დეპარტამენტის დირექტორმა, დრაგნეა ბალტინამ.
 
საელჩოს უფროსმა მრჩეველმა, ინგა ფალიანი-დიტრიხმა ისაუბრა ქართული ენის უნიკალურობაზე, რუსთაველის რელიგიურ-ფილოსოფიური მსოფლმხედველობასა და ესთეტიკაზე.
 
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ვეფხისტყაოსნის ამონარიდების კითხვა ქართულ და ლატვიურ ენებზე.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ რიგაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, კულტურისა და ხელოვნების სფეროს, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები.