ლატვიაში „სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართა

21.02.2018 ქ.რიგა -  ლატვიაში,კონგრესის სახლის დარბაზში ქართული ეროვნული ბალეტის, ანსამბლ „სუხიშვილების“კონცერტი გაიმართა

ღონისძიების დაწყებამდე, ლატვიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი მისასალმებელი სიტყვით წარსდგა დამსწრე აუდიტორიის წინაშე და აღნიშნა,რომ 2018 წელს უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ წელს აღინიშნება საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილე, ლატვიის რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავი და ასევე, საქართველოსა და ლატვიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე. კონცერტი სწორედ ორი ქვეყნის საიუბილეო თარიღებს ეძღვნება და გახლავთ ქართული კულტურის ლატვიაში სათანადო დონეზე წარმოჩენის კიდევ ერთი შესაძლებლობა.

ქართულმა ნაციონალურმა ბალეტმა ლატვიელი მაყურებლისგან დიდი მოწონება დაიმსახურა.