ლატვიის ოკუპაციის მუზეუმში გაიხსნა ფოტო გამოფენა - "ერთობის დღე - საქართველოს მშვიდობიანი ბრძოლა თავისუფლებისთვის"

 
10.04.2019 ლატვია- რიგაში, ლატვიის ოკუპაციის მუზეუმში 1989 წლის 9 აპრილის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი  ფოტო გამოფენა - "ერთობის დღე - საქართველოს მშვიდობიანი ბრძოლა თავისუფლებისთვის" გაიხსნა.

ექსპოზიცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა ოკუპაციის მუზეუმის დირექტორმა, გუნარს ნაგელსმა. 9 აპრილის მოვლენებზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა მაისურაძემ.

გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის, ლატვიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ 9 აპრილის მოვლენების ამსახველი ფოტო გამოფენა ლატვიის ოკუპაციის მუზეუმში 18 აპრილამდე გაგრძელდება.