ლიეტუვა-საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მეხუთე შეხვედრა

23.10.2018 ლიეტუვა- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ლიეტუვის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ლიეტუვა-საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მეხუთე შეხვედრა. კომისიას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ლიეტუვის მხრიდან კი ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ხელმძღვანელობდნენ. კომისიდასრულების შემდგომ მინისტრებმა ხელი მოაწერეს ლიეტუვა-საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის სხდომის ოქმს.
 
 
კომისიის სხდომაზე მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და ლიეტუვის თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ლიეტუვის მხრიდან საქართველოსადმი გამოხატულ მტკიცე მხარდაჭერასა და მეგობრობას. მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას, საქართველო-რუსეთის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, კოლეგა მინისტრებთან ერთად საქართველოში სტუმრობისათვის, რაც საქართველოს მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის მტკიცე გზავნილი იყო. აღინიშნა, რომ ლიეტუვა გახლდათ ასევე პირველი ქვეყანა, რომელმაც მოახდინა „ოთხოზორია ტატუნაშვილის“ სიაში შეყვანილი პირების მიმართ სანციების ამოქმედება. ასევე მხარდაჭერისა და მეგობრობის გამოხატულებად შეფასდა ლიეტუვის მხრიდან საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრება ლიეტუვურ ენაში.
 
კომისიის სხმდომაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი. აღინიშნა, რომ ლიეტუვა გახლავთ საქართველოს ევროპული მისწრაფების მტკიცე მხარდამჭერი და მისი წვლილი ასევე დიდია ამ მიმართულებით პრაქტიკული დახმარების თვალსაზრისითაც. დადებითად შეფასდა ქართული მხარის მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული რეფორმები, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს  მიზანს, რაც გულისხმობს ევროკავშირსა და ნატოში ქვეყნის სრულფასოვან წვერობას. დადებითად შეფასდა ქართული მხარის ინიციატივა - ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის სახით რაც საქართველოს ფუნციონალურად დააახლოებს ვეროკავშირთან. კიდევ ერთხელ დადებითი შეფასება მიეცა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ახალ - უმაღლესი დონის ფორმატს, რომლის პირველი შეხვედრაც გაიმართება 21 ნოემბერს. აღინიშნა, რომ ეს გახლავთ უპრეცედენტო ფორმატი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას და რაც ასევე წარმოადგენს ევრკავშირის მხრდიან საქართველოს მხარდაჭერის გამოხატულებას. საუბარი შეეხო  „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის 10 წლის იუბილეს, რომელიც მომავალ წელს აღინიშნება,  ხაზი გაესვა საიუბილეო თარიღის განსაკუთრებულად აღნიშვნის მნიშვნელობას  როგორც აღმოსცალეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ასევე თავად ევროკავშირის ქვეყნებში რათა გაიზარდოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ და მისი შედეგების შესახებ საზოგადოების ცნობადობა. მხარეები  მიესალმნენ ასცოირებული ქვეყნების სამეულის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს.
 
მაღალი შეფასება მიეცა საქრთველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას, დადებითად შეფასდა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში  განხორციელებული რეფორმები, ასევე საქართველოს წამყვანი პოზიციები საერთაშორისო ეკონომიკურ რეიტინგებში.
 
საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას,  კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მხრიდან გატარებულ რეფორმებს, ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების პროცესში შეტანილ უმნიშვნელოვანეს წვლილს. აღინიშნა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი და მზაობა ნატო-ს წვერობისთვის და მათ შორის მრავალი კომპონენტით წინ უსწრებს სხვა ასპირანტ ქვეყნებს, რაც ასევე აღიარებულია, როგორც ნატო-ს ასევე პარტნიორი ქვეყნების მხრიდან.
 
კომისიის შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებული მძიმე ვითარება, რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკა, რომელიც მიმართულია საქართველოს ტერიტორიების ფაქტიური ანექსიისკენ. საუბარი შეეხო საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას. ქართულმა მხარემ ლიეტუვას გააცნო ინიციატივა ‘ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ’.
 
ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, მაღალი შეფასება მიეცა ბოლო წლების თანამშრომლობის აქტიურ დინამიკას, რამაც მოიცვა თანამშრომლობის ყველა სფერო, იქნება ეს თავდაცვა და უსაფრთხოება, კულტრა, ეკონომიკა, განათლება, ხალხთაშორისი კავშირები და სხვა. მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ლიეტუვას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდას, რასაც თავის მხრივ დადებითი დინამიკა შესძინა ევროკავშირთან თავიუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებამ. მინისტრები მიესალმნენ ვილნიუსსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლების დაწყებას მომავალი წლის გაზაფხულზე, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისო კონტაქტების გაღრმავებას.
 
მომავალ წელს საქართველო-ლიეტუვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი აღინიშნება, მხარეები შეთანხმდნენ განსაკუთრებული დატვირთვა მისცენ საიუბილეო თარიღს.
 
აღსანიშნავია, რომ ლიეტუვა-საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისია დაფუძნებულია ორივე ქვეყნის მიერ მიღებული ქარტიის საფუძველზე და მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციაში ინტეგრაციის მიზნით ლიეტუვის მხარდაჭერისა და თანამშრომლობის გაძლიერებას. კომისიის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ ორივე ქვეყნის საგარეო უწყების შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელები და კომისიას თანათავმჯდომარეობენ საქართველოსა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები.
 
დეკლარაციის ტექსტი იხილეთ ბმულზე:  

PROTOCOL OF THE 5th MEETING OF THE GEORGIAN-LITHUANIAN COMMISSION ON EUROPEAN AND EURO-ATLANTIC INTEGRATION