ლიეტუვის საზაფხულო ფესტივალზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იყო წარმოდგენილი

18.07.2018  ქ. ნაისიაი- საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი  ღონისძიებების ფარგლებში, ლიეტუვის საზაფხულო ფესტივალზე "Naisių vasara 2018" საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ და ლიეტუვის სეიმის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ რამუნას კარბაუსკისმა.

ფესტივალის ფარგლებში, გაიმართა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებული სოლისტების ანსამბლის „სულიკოს“ კონცერტი, ასევე შესრულდა საქართველოს და ლიეტუვის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნები. ფესტივალის მონაწილეებს აგრეთვე საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულო.

ტრადიციულ ფესტივალს 50 000-მდე სტუმარი დაესწრო.


   
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.