ლისაბონში ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღნიშნეს

ლისაბონში საქართველოსა და პორტუგალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გამოფენა მოეწყო. საქართველოს საელჩოსა და კულტურისა და ცნობადობის განვითარების პორტუგალიურ ასოციაცია - Matriz Portuguesa-ს ორგანიზებით გამართულ მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ბეშიძემ მიმართა. ელჩმა წაიკითხა მოხსენება თემაზე „საქართველოს ევროპული დღის წესრიგი“.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ექსპოზიცია „საქართველოს ევროპული ფურცლები“. მოწვეული სტუმრებისთვის გაიმართა ქართული ღვინისა და სამზარეულოს დეგუსტაცია. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა საქართველოს შესახებ შექმნილი ვიდეო-რგოლი.

საიუბილეო მიღებას პორტუგალიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები, საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები და მედია საშუალებები ესწრებოდნენ.