ლონდონში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: საქართველო, როგორც კვლევის საგანი ბრიტანეთის უნივერსიტეტებში

12.07.2017 ლონდონი - ლონდონში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა მორიგი მრგვალი მაგიდა თემაზე: საქართველო, როგორც კვლევითი საგანი ბრიტანეთის უნივერსიტეტებში.

საქართველოს საელჩოში მოწვეულთა შორის იყვნენ იყვნენ ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის (London school of economics and political science), კინგს კოლეჯისა და ბრიტანეთის სხვა წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტები, რომლებმაც თავიანთი, საქართველოსთან დაკავშირებული კვლევების შესახებ ისაუბრეს.

მრგვალი მაგიდის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ბრექსიტის გავლენა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაზე, აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების საკითხები, ისევე როგორც ეთნიკური უმცირესობების საკითხი, ორგანიზაცია Peace Corps მუშაობა საქართველოში და ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები.

აღნიშნული ღონისძიება საელჩოს მიერ შემუშავებული Wine table talks ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს მრგვალი მაგიდის ფორმატში, არაფორმალურ გარემოში საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოების, კულტურული და სხვა საკითხების განხილვას მოწვეულ მთავრობის წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან, ჟურნალისტებსა თუ სტუდენტებთან ერთად.