ლონდონში ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამო გაიმართა

27.04.2017, ლონდონი - 27 აპრილს, ქ. ლონდონში ქართველი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოსა და მიღება გაიმართა. ბარათაშვილის შემოქმედებაზე ისაუბრებს ქართველოლოგმა, ბარათაშვილის ლექსების მთარგმნელმა დონალდ რეიფილდმა.

ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს საელჩოსა და აზიის სახლის თანამშრომლობით ჩატარდა, სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, თამარ ბერუჩაშვილი. საღამოს დაესწრნენ გაერთიანებული სამეფოს კულტურული და ლიტერატურული წრეების წარმომადგენლები.