ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარიატის ევროპული ბიუროს დირექტორმა საოკუპაციო ხაზი მოინახულა

28.03.2019 -ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ევროპული ბიუროს დირექტორი პასკალ მორო ვიზიტით საქართველოში იმყოფება.  28 მარტს ევროპული ბიუროს დირექტორი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებს, ხურვალეთსა და ოძისს ეწვია.
 
29 მარტს პასკალ მორო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდება, რომელთანაც  საქართველოსა და UNHCR-ს შორის თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.