მალაიზიაში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია გაიმართა

22.04.2019 მალაიზია-  ქ. კუალა-ლუმპურის ლიმკოკვინგის უნივერსიტეტში  საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა 9 აპრილის 30 წლისთავისადმი  მიძღვნილი  საჯარო ლექცია.

მალაიზიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს თანამედროვე ისტორიის და იმ პროცესების შესახებ, რაც წინ უსწრებდა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. მან აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის თავგანწირვამ დიდი გავლენა მოახდინა ქვეყნის მომავალზე, რაც 2 წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს საქართველოში ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებით დაგვირგვინდა.
           
საუბარი შეეხო ასევე ქვეყნის წინაშე ამჟამად არსებულ გამოწვევებს, კერძოდ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას დასაქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას.