მალმოს უნივერსიტეტში საქართველოს ელჩმა ლექცია წაიკითხა

22.05.2018 ქ.მალმო -  შვედეთში, მალმოს უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი „დამოუკიდებლობის დეკლარაცია კავკასიაში - 100 წლისთავი“. სემინარის ფარლებში შვედეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ წაიკითხა ლექცია -  საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი“.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა დანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიგი გიგიაძემ. ლექციაზე ასევე ისაუბრა მალმოს უნივერსიტეტის რუსეთისა და კავკასიის რეგიონალური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა კარინა ვამლინგმა. სემინარის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

აღსანიშნავია, რომ სემინარის ფარგლებში გაკეთდა „ობსერვერ მედია ჯგუფის“  ჟურნალის „დიპლომატის“ სპეციალური ნომრის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს მიეძღვნა.

აღსანიშნავია, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილია საქართველოს შესახებ 100 - ზე მეტი კულტურული ღონისძიება,  სამეცნიერო კონფერენცია, ლექციათა ციკლი და საგაზეთო სტატია. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობების მიერ მთელი წლის განმავლობაში  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოეწყობა პირველ დემოკრატიული რესპუბლიკასთან დაკავშირებული ისტორიული ფოტო გამოფენები, საქართველოს კულტურის, ტრადიციებისა და დემოკრატიული განვითარების ამსახველი ღონისძიებები.