მწუხარებას გამოვთქვამთ მაესტრო გია ყანჩელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს დიპლომატიური კორპუსი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართველი კომპოზიტორის, მაესტრო გია ყანჩელის გარდაცვალების გამო. 

გია ყანჩელის გენიამ შორს გაუთქვა სახელი საქართველოს და ქართულ კულტურას. 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და  საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს მრავალი  ღონისძიება გაუმართავს ბ-ნ გიას  შემოქმედების შესახებ, ხშირად მისი პირადი მონაწილეობით.

გია ყანჩელი გახლდათ და მუდამ დარჩება საქართველოს ყველაზე დიდ ელჩად საზღვარგარეთ. 

გვეამაყება, როდესაც მის შემოქმედებას  ჰყავს ამდენი თაყვანისმცემელი მსოფლიოში. გვჯერა, გია ყანჩელის  დაუვიწყარი მუსიკა  მომავალშიც მრავალგზის გაიჟღერებს მსოფლიოს არაერთ ქალაქში როგორც ქართული შემოქმედების უკვდავი ჰიმნი!