მელბურნში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა

8.06.2018  ავსტრალია- ქ. მელბურნში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი დოლიძემ. ელჩმა მოწვეულ სტუმრებს  საქართველოს საპატიო კონსული, ავსტრალიელი ბიზნესმენი, პიტერ მაკმალენი წარუდგინა. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ვიქტორიის შტატის ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

საღამო მუსიკალურად გააფორმა ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლმა „ალილო“-მ.

ქ. მელბურნში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ავსტრალიას შორის ორმხრივი კულტურულ-ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ტურისტული თანამშრომლობის განვითარებას.