მექსიკაში ქართველი პიანისტის კონცერტი გაიმართა

 
9.03.2018 ქ. ტამპიკო - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში, მექსიკაში, ტამაულიპასის შტატის ავტონომიური უნივერსიტეტისა და საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით,   ქართველი პიანისტის,  ნინო მოდებაძის კონცერტი გიმართა.
 
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს ელჩმა, ზურაბ ერისთავმა. მან  ისაუბრა  საქართველოს ისტორიის, ეკონომიკისა და საგარეო პოლიტიკის შესახებ,  მიმოიხილა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია და მისი გავლენა საქართველოს სახელმწიფოებრივ განვითარებაზე. საღამოს  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები  და კლასიკური მუსიკის მოყვარულები ესწრებოდნენ.
 
საქართველოს ელჩმა, ღონისძიების ფარგლებში ტამაულიპასის უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკას გადასცა თანამედროვე ქართველ მწერალთა ნოველების კრებული ესპანურ ენაზე.
 
ტამპიკოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა, შეხვედრები გამართა ქალაქის მერთან და ტამაულიპასის ავტონომიური უნივერსიტეტის რექტორთან.