მექსიკაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა

31.05.2018 მექსიკა- მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს  სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ ერისთავმა. ელჩმა ისაუბრა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ისტორიაზე და სახელმწიფო ფასეულობებზე.ზურაბ ერისთავმა ასევე ყურადღება გაამახვილა  საქართველოსა და მექსიკას შორის მიმდინარე ურთიერთობების დინამიკაზე.

ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იქნა  საქართველოს პირველ  დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დაკავშირებული ფილმი და საარქივო მასალები.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ  მექსიკის მთავრობის, კონგრესის, აკადემიური წრეების, კერძო სექტორის, მექსიკაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.