მექსიკის სენატი და საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

მექსიკის სენატის და საგარეო ურთიერთობათა კომისიის სახელით,  სენატორმა კორა სესილია პინედო ალონსომ, საქართველოს ეროვნული დღესასწაული, 26 მაისი მიულოცა. მექსიკელმა სენატორმა, მექსიკაშ საქართველოს ელჩისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში იმედი გამოთქვა, რომ  მექსიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ახალ წარმატებებს მოუტანს ორ მეგობარ ქვეყანას.
 
 მექსიკის საგარეო უწყების სახელით, საქათველოს დამოუკიდებლობის დღე ასევე მიულოცა ევროპის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, ბერნარდო აგილარ კალვომ:

„ ჩემთვის დიდი პატივია გულწრფელად მოგილოცოთ და წარმატებები ვუსურვო თქვენს დიდებულ ხალხს და ქვეყანას. მიიღეთ ჩემგან მზადყოფნა, რათა ჩვენმა ორმა ქვეყანამ განამტკიცოს პოლიტიკური დიალოგი, ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები და, ასევე, ერთობლივად შევიმუშავოთ თანამშრომლობის ახალი  გეგმები“ - აცხადებს მექსიკელი დიპლომატი.