მიხეილ ჯანელიძე ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ ლანჩს დაესწრო

26.06.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) მიერ ორგანიზებულ ლანჩს დაესწრო. 

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა AmCham-ის პრეზიდენტმა, მაიკლ ქაუგილმა. მოწვეული სტუმრების წინაშე პრეზენტაციით წარსდგა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიხეილ ჯანელიძე, რომელმაც ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ მეგობრულ და მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე მრავალი მიმართულებით.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე.

ლანჩის მიზანი იყო გაზარდოს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბიზნესის ჩართულობა ქვეყნის მიერ ინიცირებულ რეფორმებსა და პროექტებში.

ღონისძიებას საქართველოში მსხვილი ამერიკული, საერთაშორისო და ქართული ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა (AmCham) 1998 წელს დაარსდა და მისი ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს აშშ - საქართველოს ურთიერთობებისა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას  საქართველოში.