მიხეილ ჯანელიძე ბოსნია და ჰერცეგოვინას საპარლამენტო კოლეგიის წევრებს შეხვდა

6.03.2018 ქ. სარაევო - ​საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრის ბოსნია და ჰერცეგოვინას საპარლამენტო კოლეგიის წევრებს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას, ბოსნია და ჰერცეგოვინას საპარლამენტო კოლეგიის წევრებმა გამოხატეს დაინტერესება გააღრმაონ კავშირები საქართველოს პარლამენტთან როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმებზე. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის შესაძლებლობებს ორივე ქვეყნის საერთო მიზნის - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

კოლეგიის წევრებმა კიდევ ერთხელ გამოხტეს საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მიმართ. ხაზი გესვა თანამშრომლობის სულ უფრო მზარდ პოტენციალს სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. კოლეგიის წევრებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ბოსნია და ჰერცეგოვინას მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნეს, რომ ისინი მხარს უჭერენ არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი და საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად დარეგულირებას.

ბოსნია და ჰერცეგოვინას საპარლამენტო კოლეგიის წევრებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას.


  


 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.