მიხეილ ჯანელიძე ჩეხ კოლეგას შეხვდა

12.04.2017 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ჩეხ კოლეგასთან ლუბომირ ზაორალეკთან.
 
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიულოცა ქართველ კოლეგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული შედეგები, კონკრეტულად კი ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება.
 
შეხვედრისას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჩეხ კოლეგას გააცნო საქართველოში განხორციელებული რეფორმები, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო პროექტები, ასევე ევროკავშირთან სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები. 
 
მინისტრებმა აგრეთვე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. ამ მხრივ ხაზი გაესვა უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ევროკავშირის განსაკუთრებულ როლს, მათ შორის აღინიშნა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის მნიშვნელობა.

საგარეო საქმეთა მიმოიხილეს ევროპასა და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო.
 
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ჩეხ კოლეგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის ურყევი მხარდაჭერისთვის. 
 
საუბარი შეეხო "აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალ სამიტსა და მის დღის წესრიგს. 
 
ლუბომირ ზაორალეკმა ქართველი კოლეგა ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.