მიხეილ ჯანელიძე დანიაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

19.05.2018 ქ. კოპენჰაგენი - დანიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დანიაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ახალ შენობაში გაიმართა, რომელიც ამავე დღეს, მიხეილ ჯანელიძის მონაწილეობით ოფიცილურად გაიხსნა. საელჩო კოპენჰაგენის ცენტრში მდებარეობს და მისი სამუშაო სივრცე საინტერესო კონცეფციით არის აწყობილი, თითეულ ოთახს საქართველოს ქალაქების სახელი აქვს მინიჭებული. საელჩოში არის სივრცეები საქართველოს პოპულარიზაციისთვის, დიასპორასთან შეხვედრისა და საკვირაო სკოლისთვის.